თემა. ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა-ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი.
მიზანი: მსჯელობის, თანამშრომლობის, აუდიტორიის წინაშე წარდგენის, სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის, დემონსტრირების, ვოკალური უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტუალობა: პროექტი ხელს უწყობს ესთეტიკური ღირებულებების დამკვიდრებას დღევანდელობაში, მრავალი ჟანრის მუს. ნაწარმოების წარმოშობის ფორმის, ისტორიის მოკვლევის ანალიზის სურვილს, ქართული მუსიკის უნიკალურობის შეგრძნებას.
პროექტის განხორციელების გზები: ახლომდებარე სოფლებში დამხმარე ლიტერატურის მოძიება, რომელიც ფოლკლორულ მასალებს მოიცავს. აუდიო-ვიდეო მასალის მოძიება უხუცეს შემსრულებლებზე. ფოლკლორული ჯგუფების მოწვევა.
პროექტის აღწერა: წარმოდგენილი იქნება თემატური ნაშრომები, კვლევები ხალხური მუსიკისა და ქორეოგრაფიის შესახებ. მოხდება ნაკლებად გავრცელებული ინსტრუმენტების პრეზენტაცია. მოეწყობა უხუცეს ფოლკ-ჯგუფების მონაწილეობა. შესრულდება სხვადასხვა კუთხის სიმღერები და ცეკვები. წარიმართება დისკუსია, კითხვა-პასუხი.
პროექტის ხანგრძლივობა 2თვეში ერთხელ.
მოსწავლეს შეძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმიების გაანალიზება, სასწავლო პროექტში მონაწილეობა, შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად, გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში, ან მუსიკოსის შემოქმედება, მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება.
მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
პროექტის ხელმძღვანელი ქეთინო დოლიძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: dolidzeqetino@gmail.com
No comments:
Post a Comment