გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
მივალ გურიაში მარა...
|
საგანი/პედაგოგი
|
მუსიკა/ ქეთინო დოლიძე
|
სწაავლების საფეხური/კლასი
|
მეორე საფეხური/ IX კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
8 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
გაკვეთილი ხელს უწყობსმუსიკალური ნაწარმოების მოსმენის, კულტურის ჩვევების განვითარებას, ნაწარმოების აღქმის, საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვას.
|
მუსიკის მოსმენის, საკუთარი აზრის გადმოცემის, დიალოგის, უნარ-ჩვევების განვითარება.
მუს. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუს. ნაწარმოების გაანალიზება.
· შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე:
· ახასიათებს მუს. ნაწარმოებს ფორმის, ჟანრის, სტილის და მუსიკალურ-გამომსახველობითი საშუალებების მიხედვით.
· საუბრის დროს იყენებს სახელოვნებო/მუსიკალურ ტერმინოლოგიას;
· ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებს მოსმენისას.
მუს. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე;
· ნასწავლ ნაწარმოებს ადარებს ერთმანეთს-ჟანრი, სტილი, ეპოქა, ავტორი;
· ნაწარმოებების შედარების საფუძველზე განასხვავებს ავტორის ხელწერას;
· ადარებს სხვადასხვა შესრულებას და საუბრობს „ინტერპრეტაციაზე’’.
· საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების სახეობრივ შინაარსზე {ლირიკული, დრამატული, ეპიკური, გმირულ-დრამატული, სკერციოზული, გროტესკული და ა. შ.
· საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების კომპოზიციურ აგებულებაზე;
· მსჯელობს ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე [დიალექტი, ჟანრი, თემატიკა, შემსრულებელთა შემადგენლობა].
| |
მოსწავლეები ამოიცმობენ მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებს. მღერიან ინტერვალებს ოქტავის ფარგლებში. ამოიცნობენ და ჩაწერენ ნოტებს ვიოლინოსა და ბანის გასაღებში.
| |
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის სქემებით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, მოსასმენი მუსიკალური მასალა: რ. ლაღიძის ‘“მუსიკალური მომენტი“. აქტივობა: კითხვები მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების შესახებ. როგორი ხასიათის ნაწარმოებია. შეფასება: რა მოგეწონათ ყველაზე უფრო?
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმეტი
|
მისალმება/კლასის ორგანიზება 2წთ.
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა. აქტივობა1.მოსმენა მუს. ნაწარმოების. ლაღიძის ‘’მუსიკალყრი მომენტი’’. მოსმენის შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს ზეპირად აღწერონ საკუთარი შეგრძნებები-7-8 წთ.
აქტივობა 2. ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება.’’კომპოზიტორის შემოქმედებითი პორტრეტი’’-5-6წთ.
საფეხურიB ფაზა -კონსტრუირება. მოსწავლეები სახელმძღვანელოში კითხულობენ რჩევებს როგორ უნდა ისწავლონ მუსიკის მოსმენა.
კლასი იყოფა ჯგუფებად და ხელმეორედ ვასმენინებ ლაღიძის მელოდიას.
კითხვები მოსმენილი მუს. ნაწარმოების შესახებ;
1. როგორი ხასიათის ნაწარმოებია?
2. გაიხსენეთ რას გამოხატავს მელოდია.
3. რა შინაარსის ტექსტი უდევს საფუძვლად ამ მელოდიას?
4. ტექსტის შინაარსი.
ბავშვებს ვთხოვ გადმოსცენ საკუთარი ემოციები, განწყობილება.
საფეხური C ფაზა. რეფლექსია. პრეზენტაცია-5-6 წუთი.
აქტივობა -5.
სამუშაო რვეულში ასრულებენ დავალებას. ჯგუფები ავსებენ ცხრილს. 4-5წუთი. დაფაზე გამზადებული მაქვს ასეთივე ცხრილი და ჯგუფების ნააზრევი ჩაიწერება შესაბამის სვეტში.
საშინაო დავალება-2 წთ.
შეფასება: რით იყო საინტერესო დღევანდელი გაკვეთილი? რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
|
No comments:
Post a Comment